სოციალური ქსელები

                                         facebook  თუ    skype?   

პროექტის მთავარი  იდეა: 

ვინაიდან სოციალური ქსელები დღეს საკმაოდ აქტუალურია  პროექტის იდეაც აქედან მომდინარეობს.

მოსწავლეები შეძლებენ მასალების შექმნას, დამოუკიდებლად მოძიებას და მათ გაზიარებას სოციალური ქსელების მეშვეობით. 
      
პროექტის  აქტუალობა:   

ახალი ინფორმაციის მოძიება, მოსწავლეებს შორის  კომუნიკაცია, ტექნიკური უნარ –ჩვევების განვითარება, პირადი ინფორმაციის დაცვა, შენახვა და გადაცემა.

  პროექტის მიზნები:
  
     მოზარდთა და ზრდასრულთა უმეტესობა პასუხისმგებლობით და უსაფრთხოების პრინციპების დაცვით ეკიდება სოციალურ ქსელში ურთიერთობებს. საიტები მომხმარებლებს უქმნიან თვითგამოხატვისა და მეგობრული კავშირების დამყარების კარგ საშუალებას. მეგობართა წრის გაზრდამ მომავალში შესაძლებელია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ადამიანის ინტერესთა სფეროს მრავალფეროვნებასა და კარიერულ ზრდას.
   მაგრამ ამ საიტებით სარგებლობასა და მათზე ურთიერთობების დამყარებას თან მოსდევს რიგი შესაძლო პრობლემებიც:  პერსონალური ინფორმაციის დაუფიქრებელმა გამოქვეყნებამ შესაძლოა მათ მიაყენოს ზიანი. 
   ქსელებში განუსაზღვრელი დროის განმავლობაში ყოფნა ნეგატივურ ზეგავლენას ახდენს მოსწავლეთა სწავლასა და ქცევაზე. გარდა ამისა ისინი შეიძლება ათავსებდნენ სხვა მოსწავლეების შეურაწმყოფელ, დაშინებისა და მუქარების შემცველ მასალებს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა შორის დაპირისპირებასა და აგრესიას. პროექტის მიზანია მოსწავლეები გაეცნონ  ინტერნეტით სარგებლობის სიკეთეს, უსაფრთხო და  პასუხისმგებლობით გამოყენების აუცილებლობას, იმავდროულად კომერციული სოციალური ქსელებით სარგებლობის საფრთხეებს.
      
   მონაწილეთა ასაკი:    10–11 წელი 

ვადები/ ხანგრძლივობა :    7 დღე 

მოსალოდნელი შედეგები:     
       გააცნობიერებს ქსელში ზოგიერთი მასალის ნახვასთან და გადმოწერესთან დაკავშირებულ შეზღუდვებს.  პირადი ინფორმაციის დაცვის ხერხებს და იცავს მათი გამოყენების ნორმებს, გაეცნობა სოციალური ქსელების უაყოფით მხარეებს.   
       ხელს შეუწყობს ტექნიკური უნარ–ჩვევების განვითარებას, ასევე ჩამოუყალიბებს კომუნიკაციის უნარს. განუვითარდებათ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვების, წყაროების შედარებისმონაცემთა ანალიზის,ორგანიზებულობის, შემოქმედობითობის, თანამშრომლობის, კომუნიკაციების, პრაქტიკულ ქმედებათა უნარები.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:    კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი.

პროექტის მსვლელობა:      
(პირველი კვირა)       
აქტივობა   1        
   სამიზნე ჯგუფს, გავაცნობ პროექტის თემას –  facebook  თუ    skype?
  საუბრის შემდეგ მოსწავლეები შეეცდებიან გაიხსენონ თემასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, ნაცნობი ინფორმაცია, ჩამოაყალიბონ შეკითხვები. შემდეგ ეტაპზე კლასს ვყოფ 2 ჯგუფად, სადაც ხდება მოვალეობების გადანაწილება ჯგუფებში: ვინ არის პასუხისმგებელი კონკრეტული საქმიანობის შედეგზე, ვინ არის შემსრულებელი, ვინ რას და როდის აკეთებს, ვინ უკეთ ფლობს საინფორმაციო ტექნოლოგიებს, ვინ ჩაატარებს გამოკითხვას.
აქტივობა 2.   
  შევქმნი ორ ჯგუფს და გავუნაწილებ დავალებებს. მოსწავლეებს მივუთითებ ინფორმაციის წყაროებს.
I ჯგუფი
  ჩაატარებს გამოკითხვას სკოლის ბაზაზე ( შეაგროვებენ  მონაცემებს )
II ჯგუფი  
  მოიძიებენ ინფორმაციას საქართველოში თინეიჯერთა რა რაოდენობა მოიხმარს facebook  და   skype –ს.
აქტივობა 3.  შემდეგ ეტაპზე   შევაჯერებთ  ორივე ჯგუფისგან მოპოვებულ მონაცემებს
აქტივობა 4.  პრეზენტაციის  მომზადება
აქტივობა 5.   პრეზენტაციის ჩვენება
აქტივობა  6.   პროექტის შეჯამება - შეფასება

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტი
ის ტექნ.V.  მოსწავლეს შეუძლია ეთიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და  პასუხისმგებლობის  გაცნობიერება  ისტ–ის გამოყენებისას.  იცის  ისტ – ის  გამოყენების სფეროები და  აცნობიერებს მის უპირატესობას.

პროექტის ხელმძღვანელი: თამილა კვერენჩხილაძე

პროექტის ელ. ფოსტა: tamunakverenchkhiladze@gmail.com

                        ურეკი ,როგორც სამკურნალო კურორტი


მთავარი იდეა : 
        ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით მოსწავლეებმა შეძლონ მასალების დამოუკიდებლად მოპოვება,მართვა,დამუშავება ,მათემატიკური სიდიდეების შეფარდება,ინტერნეტ რესურსის  გამოყენება ....  ასევე  გააცნობიერონ თავიანთი კურორტის  მნიშვნელობა, უფრო მეტი შეიტყონ მისი უნიკალური სამკურნალო თვისებების შესახებ.   
   ჩაატარონ კვლევა. რამდენიმე  ადგილობრივი სასტუმროს  ადმინისტრაციასთან გასაუბრებით  მიიღონ მიახლოებითი მონაცემები , თუ რამდენი ტურისტის მიღება შეუძლია  ამა თუ იმ სასტუმროს ერთ სეზონზე. 
პროექტის აქტუალობა: 
    
         ურეკის საოცარი თვისებების მქონე მაგნიტური ქვიშის სანაპიროს, ანალოგი არ  გააჩნია მსოფლიოში.  კურორტ ურეკის უნიკალურობა განპირობებულია მაგნიტური ქვიშის სანაპირო ზოლზე შექმნილი ბუნებრივი, მცირე ინტენსიობის მაგნიტური ველით.
    მაგნიტური ველის გამაჯანსაღებელ თვისებებს კაცობრიობა ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან იცნობდა. მას სამკურნალოდ იყენებდნენ ძველი ეგვიპტელები , ინდოელები, იოგები.
    სპეციალისტების მტკიცებით,ურეკის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები - სუბტროპიკული კლიმატი, ზღვა, მზე და   მაგნიტური ქვიშა, შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ, როგორც მოზრდილთა, ასევე ბავშვთათვის.
    სამწუხაროდ დღეს  ჯეროვანი ყურადღება  არ ეთმობა კურორტს  და ჩვენი მიზანია ამ პროექტის საშუალებით ხალხში ინტერესი გავაღვიძოთ.


      პროექტის  მიზნები და შედეგები :

      ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით დაეუფლონ  ინტერნეტით სარგებლობის და მის ეფექტიანად გამოყენების წესებს.
    განივითარებენ ახალი ინფორმაციის მოძიების,საკომუნიკაციო ამოცანების დაგეგმვის და მომზადების უნარ-ჩვევებს.
    გააცნობიერონ თავისი კურორტის მნიშვნელობა  და  წარმოაჩინონ  იგი არა როგორც საზღვაო კურორტი , არამედ სამკურნალო კურორტად.
    შეიქმნება ბუკლეტები ,სადაც იქნება ინფორმაცია ურეკის სასტუმროებისა და მაგნიტური ქვიშის სამკურნალო თვისებების შესახებ.

მონაწილეთა ასაკი :   12 წელი
პროექტის ხანგრძლივობა : 2 კვირა
ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ფოტოაპარატი,პროექტორი.

პროექტის მსვლელობა:
(I კვირა)
მოსწავლეები იყოფიან 3 ჯგუფად.
             I.             ჯგუფი  ადგილობრივი მცხოვრებლების გამოკითხვით და ასევე  ინტერნეტის რესურსის გამოყენებით  მოიძიებს ინფორმაციას ურეკის ,როგორც სამკურნალო კურორტის შესახებ, თუ რამდენად არის ხელმისაწვდომი მასალები ინტერნეტ სივრცეში.
           II.            ჯგუფი  ადგილზე შეისწავლის  რამდენიმე სასტუმროს.

( II კვირა)
        III.            ჯგუფი  შეაგროვებს  და დაახარისხებს მიღებულ მასალებს, მოამზადებენ პრეზენტაციას  მონაცემებზე დაყრდნობით .   ააგებენ დიაგრამას ,ვინაიდან იგი საუკეთესო საფუძველს ქმნის ტექსტის გასაგებად და კრიტიკული ანალიზის განსახორციელებლად. 
პროექტს გააცნობენ ფართო აუდიტორიას.





პროექტის ხელმძღვანელი : თამილა კვერენჩხილაძე
                                                 (ურეკის საჯარო სკოლა)