ურეკი ,როგორც სამკურნალო კურორტი


მთავარი იდეა : 
        ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით მოსწავლეებმა შეძლონ მასალების დამოუკიდებლად მოპოვება,მართვა,დამუშავება ,მათემატიკური სიდიდეების შეფარდება,ინტერნეტ რესურსის  გამოყენება ....  ასევე  გააცნობიერონ თავიანთი კურორტის  მნიშვნელობა, უფრო მეტი შეიტყონ მისი უნიკალური სამკურნალო თვისებების შესახებ.   
   ჩაატარონ კვლევა. რამდენიმე  ადგილობრივი სასტუმროს  ადმინისტრაციასთან გასაუბრებით  მიიღონ მიახლოებითი მონაცემები , თუ რამდენი ტურისტის მიღება შეუძლია  ამა თუ იმ სასტუმროს ერთ სეზონზე. 
პროექტის აქტუალობა: 
    
         ურეკის საოცარი თვისებების მქონე მაგნიტური ქვიშის სანაპიროს, ანალოგი არ  გააჩნია მსოფლიოში.  კურორტ ურეკის უნიკალურობა განპირობებულია მაგნიტური ქვიშის სანაპირო ზოლზე შექმნილი ბუნებრივი, მცირე ინტენსიობის მაგნიტური ველით.
    მაგნიტური ველის გამაჯანსაღებელ თვისებებს კაცობრიობა ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან იცნობდა. მას სამკურნალოდ იყენებდნენ ძველი ეგვიპტელები , ინდოელები, იოგები.
    სპეციალისტების მტკიცებით,ურეკის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები - სუბტროპიკული კლიმატი, ზღვა, მზე და   მაგნიტური ქვიშა, შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ, როგორც მოზრდილთა, ასევე ბავშვთათვის.
    სამწუხაროდ დღეს  ჯეროვანი ყურადღება  არ ეთმობა კურორტს  და ჩვენი მიზანია ამ პროექტის საშუალებით ხალხში ინტერესი გავაღვიძოთ.


      პროექტის  მიზნები და შედეგები :

      ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით დაეუფლონ  ინტერნეტით სარგებლობის და მის ეფექტიანად გამოყენების წესებს.
    განივითარებენ ახალი ინფორმაციის მოძიების,საკომუნიკაციო ამოცანების დაგეგმვის და მომზადების უნარ-ჩვევებს.
    გააცნობიერონ თავისი კურორტის მნიშვნელობა  და  წარმოაჩინონ  იგი არა როგორც საზღვაო კურორტი , არამედ სამკურნალო კურორტად.
    შეიქმნება ბუკლეტები ,სადაც იქნება ინფორმაცია ურეკის სასტუმროებისა და მაგნიტური ქვიშის სამკურნალო თვისებების შესახებ.

მონაწილეთა ასაკი :   12 წელი
პროექტის ხანგრძლივობა : 2 კვირა
ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ფოტოაპარატი,პროექტორი.

პროექტის მსვლელობა:
(I კვირა)
მოსწავლეები იყოფიან 3 ჯგუფად.
             I.             ჯგუფი  ადგილობრივი მცხოვრებლების გამოკითხვით და ასევე  ინტერნეტის რესურსის გამოყენებით  მოიძიებს ინფორმაციას ურეკის ,როგორც სამკურნალო კურორტის შესახებ, თუ რამდენად არის ხელმისაწვდომი მასალები ინტერნეტ სივრცეში.
           II.            ჯგუფი  ადგილზე შეისწავლის  რამდენიმე სასტუმროს.

( II კვირა)
        III.            ჯგუფი  შეაგროვებს  და დაახარისხებს მიღებულ მასალებს, მოამზადებენ პრეზენტაციას  მონაცემებზე დაყრდნობით .   ააგებენ დიაგრამას ,ვინაიდან იგი საუკეთესო საფუძველს ქმნის ტექსტის გასაგებად და კრიტიკული ანალიზის განსახორციელებლად. 
პროექტს გააცნობენ ფართო აუდიტორიას.





პროექტის ხელმძღვანელი : თამილა კვერენჩხილაძე
                                                 (ურეკის საჯარო სკოლა)
   








1 комментарий:

  1. მოგესალმებით, საინტერესო პოსტია

    ОтветитьУдалить