facebook თუ skype?
პროექტის მთავარი იდეა:
ვინაიდან სოციალური ქსელები დღეს
საკმაოდ აქტუალურია პროექტის იდეაც აქედან მომდინარეობს.
მოსწავლეები შეძლებენ მასალების
შექმნას, დამოუკიდებლად მოძიებას და მათ გაზიარებას სოციალური ქსელების მეშვეობით.
პროექტის აქტუალობა:
ახალი ინფორმაციის მოძიება, მოსწავლეებს შორის კომუნიკაცია,
ტექნიკური უნარ –ჩვევების განვითარება, პირადი ინფორმაციის დაცვა, შენახვა და
გადაცემა.
პროექტის მიზნები:
მოზარდთა და ზრდასრულთა უმეტესობა
პასუხისმგებლობით და უსაფრთხოების პრინციპების დაცვით ეკიდება სოციალურ ქსელში
ურთიერთობებს. საიტები მომხმარებლებს უქმნიან თვითგამოხატვისა და მეგობრული
კავშირების დამყარების კარგ საშუალებას. მეგობართა წრის გაზრდამ მომავალში
შესაძლებელია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ადამიანის ინტერესთა სფეროს
მრავალფეროვნებასა და კარიერულ ზრდას.
მაგრამ ამ საიტებით სარგებლობასა და მათზე ურთიერთობების
დამყარებას თან მოსდევს რიგი შესაძლო პრობლემებიც: პერსონალური ინფორმაციის
დაუფიქრებელმა გამოქვეყნებამ შესაძლოა მათ მიაყენოს ზიანი.
ქსელებში განუსაზღვრელი დროის განმავლობაში ყოფნა
ნეგატივურ ზეგავლენას ახდენს მოსწავლეთა სწავლასა და ქცევაზე. გარდა ამისა ისინი
შეიძლება ათავსებდნენ სხვა მოსწავლეების შეურაწმყოფელ, დაშინებისა და მუქარების
შემცველ მასალებს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა შორის დაპირისპირებასა და აგრესიას.
პროექტის მიზანია მოსწავლეები გაეცნონ ინტერნეტით სარგებლობის სიკეთეს,
უსაფრთხო და პასუხისმგებლობით გამოყენების აუცილებლობას, იმავდროულად
კომერციული სოციალური ქსელებით სარგებლობის საფრთხეებს.
მონაწილეთა
ასაკი: 10–11
წელი
ვადები/ ხანგრძლივობა : 7 დღე
მოსალოდნელი შედეგები:
გააცნობიერებს ქსელში ზოგიერთი
მასალის ნახვასთან და გადმოწერესთან დაკავშირებულ შეზღუდვებს. პირადი
ინფორმაციის დაცვის ხერხებს და იცავს მათი გამოყენების ნორმებს, გაეცნობა
სოციალური ქსელების უაყოფით მხარეებს.
ხელს შეუწყობს ტექნიკური
უნარ–ჩვევების განვითარებას, ასევე ჩამოუყალიბებს კომუნიკაციის უნარს. განუვითარდებათ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვების, წყაროების შედარების, მონაცემთა ანალიზის,ორგანიზებულობის, შემოქმედობითობის, თანამშრომლობის, კომუნიკაციების, პრაქტიკულ ქმედებათა უნარები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი
რესურსები: კომპიუტერი,
ინტერნეტი, პროექტორი.
პროექტის მსვლელობა:
(პირველი კვირა)
აქტივობა 1
სამიზნე ჯგუფს, გავაცნობ პროექტის თემას – facebook თუ skype?
საუბრის შემდეგ მოსწავლეები შეეცდებიან გაიხსენონ თემასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, ნაცნობი ინფორმაცია, ჩამოაყალიბონ შეკითხვები. შემდეგ ეტაპზე კლასს ვყოფ 2 ჯგუფად, სადაც ხდება მოვალეობების გადანაწილება ჯგუფებში: ვინ არის პასუხისმგებელი კონკრეტული საქმიანობის შედეგზე, ვინ არის შემსრულებელი, ვინ რას და როდის აკეთებს, ვინ უკეთ ფლობს საინფორმაციო ტექნოლოგიებს, ვინ ჩაატარებს გამოკითხვას.
აქტივობა 2.
შევქმნი ორ ჯგუფს და გავუნაწილებ დავალებებს. მოსწავლეებს მივუთითებ ინფორმაციის წყაროებს.
I ჯგუფი
ჩაატარებს გამოკითხვას სკოლის ბაზაზე (
შეაგროვებენ მონაცემებს )
II ჯგუფი
მოიძიებენ ინფორმაციას საქართველოში
თინეიჯერთა რა რაოდენობა მოიხმარს facebook და skype –ს.
აქტივობა 3. შემდეგ
ეტაპზე შევაჯერებთ
ორივე ჯგუფისგან მოპოვებულ მონაცემებს
აქტივობა 4. პრეზენტაციის
მომზადება
აქტივობა 5. პრეზენტაციის ჩვენება
აქტივობა 6. პროექტის შეჯამება - შეფასება
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტი
ის ტექნ.V. მოსწავლეს შეუძლია ეთიკური და უსაფრთხოების ნორმების
დაცვა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება ისტ–ის
გამოყენებისას. იცის ისტ – ის გამოყენების სფეროები და
აცნობიერებს მის უპირატესობას.
პროექტის ხელმძღვანელი: თამილა კვერენჩხილაძე
პროექტის ელ. ფოსტა: tamunakverenchkhiladze@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий